Monday, July 16, 2018

მეცხრე დღე

ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო;
შევაჯამეთ კურსზე შესწავლილი მასალა;
გავაკეთეთ რეფლექსიები და მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები;
სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი მუშაობისთვის. მადლობა ქალბატონო მანანა .

Friday, July 13, 2018

მერვე დღე

დღეს პროექტის გეგმაში შევავსეთ ველები;
დავამატეთ პროცედურები და გადავამოწმეთ შესაბამისობაში არის თუ არა გეგმაში შეტანილ საკითხებს;
შევქმენით კითხვარი და ვისწავლეთ კითხვარში როგორ დავამატოთ კითხვები და როგორ მოვძებნოთ პასუხები;
ფასილიტაციისთვის ძალიან მოხერხებულია გუგლ-კითხვარი

Wednesday, July 11, 2018

მეშვიდე დღე

საშინაო დავალება განვიხილეთ;პროცედურები შეუსაბამეთრუბრიკებს და გავაფერადეთ; განვიხილეთ გარდნერის ტეორიისმრავალმხრივი ინტელექტის თეორია;
განვიხილეთ ხარაჩო და გავეცანით ხარაჩოს ნიმუშებს;
ვისწავლეთ წაშლილი ინფორმაციის დრაივ დოკუმენტების პირვანდელ ვერსიამდე აღდგენა;
დავათვალიერეთ პროექტის გეგმა და ჩვენი საქაღალდე;
ნაყოფიერი დღე იყო;მადლობაა

Monday, July 9, 2018

მეექვსე დღე

განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და მოვარგეთ ჩვენი პროეტის გეგმას. 
ჩემი პროცედურები მოვარგე შეფასების რუბრიკაში გაწერილ საკითხებს და დავრწმუნდი ყველა აქტივობა მქონდა თუ არა გაწერილი პროცედურებში. 
საინტერესო ტრენინგი იყო და ნაყოფიერი ;

Friday, July 6, 2018

მეხუთე დღე

შევქმენით მოსწავლის ნაშრომი.გავიხსენეთ სლაიდშოუს გაკეთება. შევიტანეთ სურათები და დიაგრამა .  გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი და ფორმა. ბლოგზე დავამატეთ ვიდეოების განყოფილება. ვისწავლეთ სხვადასხვა გაჯეტების გამოყენება. სლაიდშოუ გაუზიარე მეგობარს და მის სლაიდშოუზე დავწერე კომენტარები.საინტერესო დღე იყო.

მოსწავლის ნაშრომი

Wednesday, July 4, 2018

მესამე დღე

ვისწავლეთ პროექტის გეგმაში აქტივობების ჩაწერა. პროექტის მიმდინარეობა დავწერეთ. შეფასების სქემა განვიხილეთ.ჩავწერეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები; დაწვრილებით დავწერეთ პროცედურები.განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის სქემა და რჩევები; ნაყოფიერი დღე იყო. მადლობაა.

Monday, July 2, 2018

მესამე დღე

ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილი სტანდარტების მიხედვით პროექტის მიზნის წერა
შევისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების ატვირტვა და რედაქტირება
დრაივზე დოკუმენტების ჩასწორება და შენახვა
გავეცანით მეორე მოდულში ბლუმის ზმნების ცამონათვალს
გვეცანიტ მეორე მოდულის სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას
მიზნები უნდა იყოს მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი.

მეცხრე დღე

ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო; შევაჯამეთ კურსზე შესწავლილი მასალა; გავაკეთეთ რეფლექსიები და მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები; ...